10 ხრიკი, რომელიც სამზარეულოში ფუსფუსისას გამოგადგებათ

3211

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ტაფამწვაი ან როგორ გავანეიტრალოთ ზედმეტად მარილიანი წვნიანი? ამას ჩვენი სტატიით გაიგებთ.

1. ტაფამწვარი რბილი გამოდის იმ შემთხვევაში, თუ მას წყალზე მოამზადებთ. ტაფის ნახევარი წყლით გაავსეთ. დაელოდეთ მის ადუღებას. აკურატულად ჩატეხეთ კვერცხი და ტაფას თავსახური დააფარეთ. 2 წუთის შემდეგ, კერძი მზად იქნება. სანამ ტაფამწვარს სუფრასთან მიიტანეთ, მოამზადეთ სოუსი: დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ნაღების, 1 კბილი ნიორისა და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენის მიქსი.

2. დარჩენილი პიცისა თუ ღვეზელის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას თუ აპირებთ, მათთან ერთად ჭიქა წყალიც შედგით. ამის დახმარებით, კერძი არ გამოშრება.

3. ახლად გამომცხვარი ნამცხვარი ან პური პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ და საყინულეში შეინახეთ. როცა ისინი გათბება, ისევე რბილი და გემრიელი იქნება.

4. ფორთოხლისგან ბევრი წვენი რომ მიიღოთ, ის ჯერ გაყინეთ, შემდეგ კი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით შედგით.
სანამ ხახვს დაჭრით, ის საყინულეში 30 წუთით შედგით. ამ საშუალებით, ხახვის დაჭრის დროს, ცრემლები არ წამოგივათ.

5. თუ ბულიონი ზედმეტად ცხიმიანი გამოვიდა, რამდენიმე ცალი ყინული ქაღალდის ხელსახოცში გაახვიეთ და კერძის ზემოდან დააწყვეთ. ქაღალდი ზედმეტ ცხიმს შეიწოვს, ყინული კი სწრაფად გააციებს და ცხიმი ხელსახოცზე დარჩება.

6. თუ ბლენდერის გაწმენდა გიჭირთ, ეს მარტივი ხრიკი გამოიყენეთ: ბლენდერის ჭიქაში ცოტაოდენი თბილი წყალი ჩაასხით და ჭურჭლის სარეცხი სითხე დაუმატეთ. ჩართეთ ბლენდერი რამდენიმე წამით. შემდეგ კი უბრალოდ წყალი გაავლეთ.

7. კოჭა საყინულეში უნდა შეინახოთ, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებას გემოს, მისი გახეხვა კი მეტად გაგიმარტივდებათ.

8. ცარიელ, პლასტმასის კონტეინერებს მწიკვი მარილი მოაყარეთ. ამით უსიამოვნო სუნს შეამცირებთ.

9. თუ წვნიანი ზედმეტად მარილიანი გეჩვენებათ, ერთი, დიდი, გაფცქვნილი კარტოფილი ჩააგდეთ. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.

10. სოკო შეინახეთ ქაღალდის პაკეტებში. არ გამოიყენოთ პოლიეთილენის პარკი. მშრალი, ბნელი, ცივი ადგილი სოკოს შესანახად იდეალური ადგილია.