3 ინგრედიენტით დამზადებული პლომბირი – გაიხსენეთ ბავშვობის გემო!

2688
მომზადების დრო: 10 წთ
სირთულე: მარტივი

ნაყინის ისტორია 5 000 წელზე მეტს ითვლის. ამ უგემრიელესი დესერტის პირვანდელი სახე გაყინული ხილის წვენის მაგვარი იყო. ნაღებისგან დამზადებული ნაყინის ისტორია კი ნაპოლეონ ბონაპარტის დროიდან მოდის. ზუსტად ამის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ყველაფერი საკმაოდ მარტივია. მთავარია, რომ ნაღები, რაც შეიძლება, უფრო ცხიმიანი აარჩიოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ. ნაღები
  • 100 გრამი შაქრის პუდრა
  • 0.2 ჩ/კ ვანილინი

მომზადების წესი:

1ნაღები ცხიმიანი უნდა იყოს. ის მაცივარში გააცივეთ. გაციებულ ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილინი. თქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა მთელი ღამით მაცივარში შედგით. დესერტი მზადაა!