ამ რეცეპტით მომზადებულ ხაჭოს პასქას გამოცხობა არ სჭირდება

2343
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

ხაჭოს პასქა ტრადიციული ნამცხვარია, რომელსაც აღდგომისთვის ამზადებენ ხოლმე. ხაჭო, კვერცხი და კარაქი – აი, რა არის მისი მთავარი ინგრედიენტები. ეს რეცეპტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ კონკრეტულ პასქას გამოცხობა არ სჭირდება. რაც შეეხება ხაჭოს, ის ცხიმიანი უნდა იყოს. ხოლო მოსამზადებელ ჭურჭელს, გამოიყენეთ მინის ჩვეულებრივი ჯამი.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ხაჭო
  • 8 ცალი კვერცხის გული
  • 120 გრამი კარაქი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 300 გრამი შაქარი
  • 150 გრამი ქიშმიში
  • 100 გრამი ქიკურაგა
  • 100 გრამი ნიგოზი

მომზადების წესი:

1კურაგასა და ქიშმის მდუღარე ყალი დაასხით და 10 წუთ გააჩერეთ. კურაგა როგორც კი დალბება, პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხაჭო დააბლენდერეთ. რბილი კარაქი, თეთრ და ვანილის შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2მასაში ჩაამატეთ კვერცხის გული. კარგად აურიეთ. ფენა-ფენა ხაჭოც ამატეთ. მასა იქამდე ურიეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ კი დაჭრილი კურაგა და ქიშმიში ჩაამატეთ.

3პასქის ფორმას დოლბანდი გადააფარეთ და ხაჭოს მასა მასში გადაიტანეთ. შეახვიეთ დოლბანდში და მაცივარში 8 საათით შედგით. ნიგოზი წვრილად დაჭერით და გამზადებულ მასქას მოაყარეთ.