ამ რეცეპტით მომზადებული ჭვიშტარი ხრაშუნა გამოდის

4702
მომზადების დრო: 35 წუთი.
სირთულე: მარტივი

ქართული სამზარეულოს კერძები ყოველთვის პოპულარობის პიკშია. ტრადიციული ჭვიშტარი არამარტო ქართველების, არამედ უცხოელების საყვარელი საჭმელიცაა. ჩვენ შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის დახმარებით ჭვიშტარი გამოვა ხრაშუნა და ძალიან გემრიელი. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები:

  • 450 გრამი სიმინდის ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 300 გრამი სულგუნი
  • 400 მლ. გაზირებული წყალი
  • 100 მლ. მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1კვერცხი გაზირებულ წყალში (ნაბეღლავში) გახსენით. დაუმატეთ ფქვილი და სიმინდის ცომი მოზილეთ. სულგუნი გახეხეთ და ცომში ჩაამატეთ. მიეცით ჭვიშტარის ფორმა და მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.