ამ რეცეპტით მომზადებული ვარენიკების ცომი ელასტიკური და ფაფუკი გამოდის!

7342
მომზადების დრო: 30 წთ.
სირთულე: მარტივი

ვარენიკები ბევრი ადამიანის საყვარელი საჭმელია. არსებობს მისი მრავალი სახეობა: ბოსტნეულის, კარტოფილის, კენკრის, ხაჭოს, ლობიოს, ჩირის, სოკოსი, ხორცის და ასე შემდეგ. დღეს გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის დახმარებით ვარენიკების ცომს ფაფუკს და ელასტიკურს გახდით.

ინგრედიენტები:

  • 0.5 ლიტრი კეფირი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 800-100 გრამი ფქვილი

მომზადების წესი:

1შაქარს საფუარი შეურიეთ და შემთბარი კეფირი დაუმატეთ. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. ჩაამატეთ კვერცხი, კვლავ აურიეთ. მოაყარეთ მწიკვი მარილი და ფქვილი. მოზილეთ ცომი. ეს უკანასკნელი ელასტიკური უნდა იყოს. დააცადეთ, სანამ ცომი ამოვა. მანამდე კი სასურველი შიგთავსი მოამზადეთ.