ამ რეცეპტით მომზადებული ხინკალი წვნიანი და არომატული გამოდის

1897
მომზადების დრო: 35 წთ
სირთულე: საშუალო

ხინკალი ქართული სამზარეულოს ყველაზე გამორჩეული კერძია. ის ვარენიკებისა და პელმენების არაჩვეულებრივ ალტერნატივად გვევლინება. მწვანილებისა და ხორცის დახმარებით, ხინკლები არომატული და წვნიანი გამოდის. დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით ამ უგემრიელეს საჭმელს მარტივად და ჯანსაღი ინგრედიენტებით მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი საქონლის ფარში
  • 500 მლ. წყალი
  • 700-800 გრამი ფქვილი
  • 1 ცალი ხახვი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში, ქინძი გემოვნებით

მომზადების წესი:

1დაიწყეთ ცომის მომზადება: ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და დაუმატეთ მარილი. ნელ-ნელა წყალი ჩაასხით და ელასტიკური ცომი მოზილეთ. მაგიდაზე ფქვილი მოაყარეთ და ცომი აქ გადმოიტანეთ. დააფარეთ ნაჭერი და იქამდე დატოვეთ, სანამ შიგთავსს არ მოამზადებთ.

2დაიწყეთ შიგთავსის მომზადება: საქონლის ფარშს ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და იქამდე ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

3აიღეთ ცომი, ამოავლეთ ფქვილში, გააბრტყელეთ და მისგან 1.5-2 სანტიმეტრის სისქის რგოლები გამოჭერით. თითოეული მათგანი ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ გააბრტყელეთ და ცენტრში ერთი კოვზი შიგთავსი ჩადეთ. მიეცით ხინკლის ფორმა.

4დიდი ქვაბით მარილიანი წყალი აადუღეთ და მასში ხინკლები ჩააწყვეთ, ხარშეთ რამდენიმე წუთი. ქაფქირის დახმარებით, ისინი თეფშზე დააწყვეთ და მწვანილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.