ამ ვარენიკების მომზადებისას კარტოფილის მხოლოდ გახეხვა მოგიწევთ

5127
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

კარტოფილის ვარენიკები პრაქტიკულად ყველას გვიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ვარენიკების მომზადებას მაინცდამაინც დიდი ენერგია თუ დრო არ უნდა, მისი გაკეთება ყველას არ უყვარს. კარტოფილს სჭირდება გაწმენდა, გაფცქვნა, მოხარშვა, გაციება და ასე შემდეგ. ჩვენ შემოგთავაზებთ ვარენიკების ისეთ რეცეპტს, რომელსაც მხოლოდ გაფცქვნა და გახეხვა სჭირდება. სალა შეგიძლიათ ბეკონით, ლორით ან სხვა დანამატით შეცვალოთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი
  • 130 მლ. წყალი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 2 ცალი ხახვი
  • 200 გრამი სალა
  • 2-3 ცალი კარტოფილი
  • პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი და წყალი. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი და 40 წუთი გააჩერეთ.

2კარტოფილი გახეხეთ ან წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით ხახვიც. რაც შეეხება სალას, ის უფრო დიდ ნაწილებად გაყავით. ეს ბოლო ორი ინგრედიენტი ზეთში იქამდე შეწვით, სანამ არ შეოქროსფერდება. აურიეთ კარტოფილში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3ცომი გააბრტყელეთ და ჭიქით რგოლები გამოჭერით. თითოეულ მათგანში კარტოფილის მასა დაიტანეთ, ცომს კი გვერდები შეუკეცეთ.

4ვარენიკები მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ამ დროის განმავლობაში, დარჩენილი სალა შეწვით და მომზადებულ ვარენიკებს მოაყარეთ.