ამერიკული სალათა კოულ სლოუ მზადდება მარტივად და უხდება ნებისმიერ კერძს

10593
მომზადების დრო: 150 წთ
სირთულე: საშუალო

კოულ სლოუ პოპულარული ამერიკული სალათია. კომბოსტოსა და სტაფილოს რბილი ტანდემი განსაკუთრებული სოუსით და სასიამოვნო ნაღების არომატით აუცილებლად მოგეწონებათ. შეგიძლიათ მიირთავთ პურთან ერთად. ასევე გამოიყენოთ გარნირადაც, რომელიც უხდება ხორცს, თევზს, პიურეს, ბრინჯსა და მაკარონს.

ინგრედიენტები:

  • 0.5 კილოგრამი თეთრი კომბოსტო
  • 2-3 ცალი სტაფილო
  • 1 ცალი ხახვი
  • 3 ს/კ იოგურტი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კომბოსტო დააქუცმაცეთ. სტაფილო თხელ ნაჭრებად, ხახვი კი წვრილად დაჭერით. დაჭრილი ბოსტნეული ღრმა ჯამში გადაიტანეთ და ხელებით იქამდე დაამუშავეთ, სანამ წვენს არ გამოწურავთ. დაუმატეთ მდოგვი და იოგურტი. მოაყარეთ პილპილი და გემრიელად მიირთვით.