ბარდის ძეხვი – ვეგეტარიანელური საჭმელი დიდი მარხვის დროს

1165
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

დიდი მარხვის დროს ცხოველური ნაწარმის ჭამა არ შეიძლება. საბედნიეროდ, ვეგეტარიანელური სამზარეულო საკმაოდ საინტერესო და გემრიელ კერძებს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი კულინარიული საოცრება ბარდისგან დამზადებული ძეხვია. თუ ეს რეცეპტი დაგაინტერესებთ, გაითვალისწინეთ, რომ ძეხვის ფორმები შეიძინოთ. ბარდის ძეხვი მზადდება მარტივად და არის უგემრიელესი.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ჭარხალი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 0.5 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 2 ჭიქა მშრალი ბარდა
  • 0.5 ჩ/კ პაპრიკა
  • 1-2 კბილი ნიორი
  • 4 ს/კ ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბარდა კარგად გარეცხეთ, გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით თბილი წყალი და 3 წუთი გააჩერეთ. გადაღვარეთ წყალი და 3 ჭიქა ადუღებული წყალი ჩაასხით. ბარდა საშუალო დონის ცეცხლზე ხარშეთ. ქვაბს თავსახური არ დაახუროთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა. მოაყარეთ მარილი.

2ჭარხალი გაფცქვენით და მისგან 3 ჭიქა წვენი გამოწურეთ. ნიორი წვრილად დაჭერით. ბარდის პიურეს ჭარხლის წვენი, ნიორი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა დაამატეთ.

3მასა დააბლენდერეთ. ჩაამატეთ მზესუმზირის ზეთი და ყველაფერი კარგად აურიეთ. ძეხვის ფორმებში ეს ერთგვაროვანი მასა ჩაასხით. ფორმები საცხობ ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში მთელი ღამით შედგით.