ბერძნული სალათის საიდუმლო – სრულყოფილება სიმარტივეშია!

23543
მომზადების დრო:10 წთ.
სირთულე: საშუალო

ტრადიციული ბერძნული სალათი სრულყოფილი კერძია. ის გურმანებისთვის საყვარელი საჭმელია. დღეს შემოგთავაზებთ მის კლასიკურ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი პომიდორი
  • 1 ცალი კიტრი
  • 16 ცალი ზეთისხილი
  • 1 ს/კ თეთრი ძმარი
  • 1 ცალი წითელი ხახვი
  • 1 ცალი მწვანე წიწაკა
  • 200 გრამი ყველი ფეტა
  • 0.25 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ თავშავა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, ხახვი და კიტრი კი – რგოლებად. დაუმატეთ ზეთისხილი. კარგად აურიეთ.

2
მარილი მოაყარეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი და ძმარი. კარგად აურიეთ.

3
ზემოდან ყველი ფეტას ნაჭერი დაადეთ, მოაყარეთ თავშავა.