მომზადების დრო: 25 წთ
ცხობის დრო: 20 წთ
სირთულე: მარტივი
მიირთვით ბოსტნეულის რაგუ ქათამთან და სოკოსთან ერთად. ეს კერძი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა!
ინგრედიენტები:
- 400 გ. კარტოფილი.
- 2 ც. ყაბაყი.
- 200 გ. ქამა სოკო
- .
- 1 ც. ქათმის ფილე.
- 100 გ. არაჟანი.
- სუნელები გემოვნებით.
მომზადების წესი:
1გათალეთ კარტოფილი და სქელ ნაჭრებად დაჭერით, შებრაწეთ. ფილეც დაჭერით და კარტოფილთან ერთად შეწვით 10 წუთის განმავლობაში. ასევე დაჭერით ყაბაყი და 5 წუთი შეწვით კარტოფილთან და ქათამთან ერთად.
2✔ დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და 5 წუთი თუშეთ. დაუმატეთ სანელებლები, დაასხით არაჟანი, კარგად ამოურიეთ და რამდენიმე წუთი კიდევ თუშეთ.