ბოსტნეულისგან მომზადებული კიმჩი – ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი კერძი

3281
მომზადების დრო: 30 წთ.
სირთულე: მარტივი

კიმჩი კორეის ნაციონალური კერძია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები. მთავარი ინგრედიენტი კომბოსტოა. როგორც ცნობილია, ეს პროდუქტი გვეხმარება საჭმლის გადამუშავებაში და წონას გვირეგულირებს. მოამზადეთ ეს მადისაღმძვრელი კერძი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტის დახმარებით.

ინგრედიენტები:

  • 4 კგ. პეკინური კომბოსტო
  • 1-2 ცალი წითელი ტკბილი წიწაკა
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 8 კბილი ნიორი
  • 5 ს/კ შაქარი
  • 6 ლიტრი წყალი
  • 4 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 5 ჩ/კ ძმარი
  • 7 ს/კ მარილი
  • 200 მლ. მზესუმზირის ზეთი
  • 6 ცალი პილპილის მარცვალი

მომზადების წესი:

1თეთრი კომბოსტო, მისი ზომის გათვალისწინებით, შუაზე ან ოთხად გაჭერით. გაასუფთავეთ წითელი და მწვანე წიწაკა, შემდეგ კი ნიორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ.

2წყალი აადუღეთ და ჩაასხით ძმარი, შაქარი, მარილი და ზეთი. კომბოსტო ამ წყალში სულ რაღაც 3 წამით გააჩერეთ. გადადეთ ემალის ქვაბში, მოაყარეთ წიწაკისა და ნივრის მასა, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი.

3მოასხით ცოტაოდენი მარინადი, რომელშიც კომბოსტო ჩადეთ. დააფარეთ რამე ლამბაქი და დაადეთ სიმძიმე. შეინახეთ ცივ ადგილას 3 საათით.