ჩირის ბურთები კაკაოთი – გემრიელი და სასარგებლო ნუგბარის მარტივი რეცეპტი!

949
მომზადების დრო: 30 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

ტკბილეულის ყველა მოყვარულმა იცის, თუ როგორი რთულია ჯანსაღი სხეულის შენარჩუნება, როდესაც წინ ამდენი გემრიელი და ტკბილი არჩევანი გაქვს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გემრიელი ტკბილეულის ზომიერად მიღება. არსებობს ისეთი ნუგბარიც, რომელიც დადებითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე და გასუქების მაგივრად პირიქით, ორგანიზმსს მავნე ნივთიერებებისგან წმენდს. სწორედ ასეთი ნუგბარის რეცეპტს გთავაზობთ კულინარიუმი. ამ გემრიელი ჩირის ბურთების გაკეთება ძალიან მარტივია. ასე, რომ მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო ნუგბარი თქვენთვის და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გ. შავი ქლიავის ჩირი.
  • 100 გ. ფინიკი.
  • 100 გ. კურაგა.
  • 100 გ. ნიგოზი.
  • კაკაოს ფხვნილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1დააბლენდერეთ ნიგოზი და გადაიტანეთ ცალკე ჯამში. კარგად გარეცხეთ ქლიავის და გარგარის ჩირი, ასევე ფინიკი. თუ ისინი ზემდეტად მაგარია გააჩერეთ 15 წუთი ცხელ წყალში.

2დააბლენდერეთ ცალ-ცალკე ყველა ინგრედიენტი შემდეგ კი ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასიდან ამოიღეთ დაახლოებით 1 ჩ.კ. მასა და დაამრგავლეთ. ჩირის ბურთულები ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში და გემრიელად მიირთვით!