ჩირით მომზადებული სამარხვო ბორში

1054
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

სამარხვო საჭმელი მაინცდამაინც უგემურს არ ნიშნავს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი კი ამ დებულების სისწორეში დაგარწმუნებთ. სასარგებლო, არომატული და წვნიანი ბორში გამოდის უგემრიელესი ხორცის გარეშეც. ჩირი კი მას განსაკუთრებულ არომატს აძლევს.

ინგრედიენტები:

  • 2 ლიტრი წყალი
  • 1 ცალი ჭარხალი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 3-4 ცალი კარტოფილი
  • 300 გრამი კომბოსტო
  • 8 ცალი ჩირი
  • 1 ჭიქა ტომატის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჩირი კარგად გარეცხეთ, კარტოფილი გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით, ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით, კომბოსტო კი ფურცლებად გაყავით.

2ქვაბში წყალი ჩაასხით, დაუმატეთ კარტოფილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და საშუალო დონის ცეცხლზე ხარშეთ. ტაფაში მცენარეული ზეთი ჩაასხით და მასში ხახვი შეწვით. დაუმატეთ სტაფილო და ჭარხალი და 2-3 წუთი ამზადეთ.

3ბოსტნეულს მოაყარეთ მარილი და შაქარი. მოასხით ტომატის წვენი, კარგად აურიეთ და 3-4 წუთი თუშეთ. როგორც კი კარტოფილი მომზადდება, ქვაბში ჩაამატეთ კომბოსტო, ჩირი დაშემწვარი ბოსტნეული.

4ბორში 10-15 წუთი ხარშეთ. წვრილად დაჭრილი ნიორი ჩაამატეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ბორში ცეცხლიდან გადმოდგით და 15 წუთი დააცადეთ. მიირთვით ახალ მწვანილთან ერთად.