ცხელი კერძი ქათმითა და ბოსტნეულით… გამოდის ძალიან გემრიელი!

1108
მომზადების დრო: 25 წთ
სირთულე: საშუალო

დღესასწაულებზე დიდი ყურადღება ცხელ საჭმელს ეთმობა. ამგვარი კერძების მოსამზადებლად ჩვენ ორ ნიშანს ვეძებთ: სიმარტივესა და ორიგინალურობას. სწორედ ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. კერძი მზადდება რბილი ქათმის ფილეთი, წითელი ხახვით, პომიდვრებითა და მსხლებით. აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ქათმის ფილე
  • ½ ცალი წითელი ხახვი
  • 300 გრამი პომიდორი ჩერი
  • 3 ცალი მსხალი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 5 გრამი რუკოლა
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ფილე საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით. მოაყარეთ სანელებლები და გვერდზე გადადეთ. მსხლები გაფცქვენით და ნახევარრგოლებად დაჭერით. ასევე დაჭერით პომიდორი ჩერიც – შუაზე, ხახვი – თხელ ნაჭრებად და რუკოლი – წვრილად.

2ხორცი ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში შეწვით, დაუმატეთ მსხალი. ამზადეთ 2 წუთი, შემდეგ ჩაამატეთ წითელი ხახვი, პომიდვრები და რუკოლი. 10 წამი დაიცადეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გემრიელად მიირთვით!