დაამზადეთ ნატურალური კვასი სახლის პირობებში

5661
მომზადების დრო: რამდენიმე დღე.
სირთულე: საშუალო

კვასი სასმელია, რომელიც სწრაფად აღგიდგენთ ძალებს. მისი დამზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭვავის პური
  • 3 ლიტრი ადუღებული წყალი
  • 25-30 გრამი მშრალი საფუარი
  • 125 გრამი შაქარი
  • ქიშმიში გემოვნებით

მომზადების წესი:

1ჭვავის პური ნაჭრებად დაჭერით და საცხობ ფორმაზე, ღუმელში, გამოაცხვეთ იქამდე, სანამ არ შეოქროსფერდება. შემდეგ ჩააწყვეთ 3 ლიტრის ბანკებში და დაასხით ადუღებული წყალი.

2დაელოდეთ მის გაციებას. საფუარი თბილ წყალში აურიეთ და ქილაში შაქრის ნახევართან ერთად ჩაამატეთ. ქილებს თავი დაახურეთ და ორი დღით თბილ ადგილას დადგით (არა მზეზე).

32 დღის შემდეგ ჩაამატეთ ქიშმიში და დარჩენილი შაქარი. კვასი პლასტმასის ბოთლებში ჩაასხით, კარგად მოუჭირეთ თავი და მაცივარში რამდენიმე დღით შედგით. მაშ ასე, სახლში დამზადებული კვასი მზადაა.