დაამზადეთ ყველის ჩებურეკები კეფირზე

1759
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ცივი შემოდგომის დღეებს სახლში დამზადებული ცხელი ჩებურეკები ნამდვილად უხდება. შიგთავსი ძალიან რბილი და ელასტიკურია, ყველი კი მის გემოს არომატულს ხდის. ამ რეცეპტის მიხედვით, თქვენ ჩებურეკებს კეფირზე მოამზადებთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გრამი ფქვილი
  • 150 გრამი ყველი
  • 200 გრამი ხაჭო
  • 200 მლ კეფირი
  • 0.5 ჩ/კ შაქარი
  • 2 ცალი ნიორი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 0.5 ჩ/კ სოდა
  • 0.5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1ვამზადებთ ცომს: კეფირს დაამატეთ მარილი, შაქარი და სოდისა და ძმრის კომბინაცია. კარგად აურიეთ. ჩაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილიც და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ შესაფუთ ცელოფანში და მაცივარში 20 წუთით დატოვეთ.

2მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ხაჭო. წვრილად დაჭრილი ნიორი ამ მასას აუცილებლად შეურიეთ. ურიეთ იქამდე, სანამ ელასტიკურ მასას არ მიღებთ.

3ცომი 4 ნაწილად გაყავით. გააბრტყელეთ ისე, რომ მათი სისქე 5 მილიმეტრის იყოს. შიგთავსი ნახევარ ნაწილზე გადაანაწილეთ და მეორე ნაწილი დააფარეთ. კიდეები შეკეცეთ. სცადეთ ისე გააკეთოთ, რომ ჩებურეკების შიგნით ნაკლები ჰაერი დარჩეს. შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.