დაიწყეთ დილა ხაჭოსა და ყველის ოლადებით!

2721
მომზადების დრო: 80 წთ.
სირთულე: საშუალო

დაიწყეთ დილა ამ უგემრიელესი ოლადებით! ხაჭოს ცომი და ყველის შიგთავსი არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს! ყველი შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ: ჩვეულებრივი, მაგარი, მოცარელა და ასე შემდეგ.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 150 გრამი კარაქი
  • 250 გრამი ხაჭო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 0.5 ჩ/კ შაქარი
  • 0.5 ჩ/კ მარილი
  • 150 გრამი მაგარი ყველი
  • 1-3 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • 250 გრამი ფქვილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • სეზამის მარცვლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1გამდნარი კარაქი არაჟანს შეურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, არაჟანი, შაქარი, კვერცხი და მარილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი, გადააფარეთ რამე ნაჭერი და 10 წუთი დატოვეთ.

2ყველი გახეხეთ, დაუმატეთ გამოტარებული ნიორი და დაჭრილი მწვანილი.
ცომი ორ ნაწილად გაყავით (ერთი მეორესთან შედარებით უფრო დიდი უნდა იყოს). რომელიც შედარებით პატარაა, მიეცით 5-8 მილიმეტრის სისქის ოლადების ფორმა.

3საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი გადააფარეთ და ცომი მასზე მოათავსეთ. გახეხილი ყველი მოაყარეთ, მის შიგნით კი ყველის, ნივრისა და მწვანილის შიგთავსი ჩადეთ. ოლადებს ცომის დიდი ნაწილი დააფარეთ.

4გადაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამი და აცხვცეთ 35-40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.