ესპანური კერძი: ქათმის ბარკლები ბრინჯთან ერთად!

8878
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ქათმის ხორცი გემრიელია, ქათამი ბრინჯთან ერთად კი – უგემრიელესი! ამ კერძის წარმოშობის ფესვები ესპანეთში გვხვდება! მისი მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი ქათმის ბარძაყი
  • 200 გრამი ბრინჯი
  • 3 ცალი კბილი ნიორი
  • 25 გრამი ოხრახუში
  • 0.5 ცალი წითელი ხახვი
  • 350 მლ ქათმის ბულიონი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ჩ/კ დაფქული წითელი მწარე წიწაკა
  • პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქათმის ბარძაყებს ორივე მხრიდან პილპილი და მარილი მოაყარეთ. ამოავლეთ დაფქულ წითელ წიწაკაში და ღრმა ტაფაში, ზეთში შეწვით.

2როგორც კი შეიწვება, ბარძაყები ტაფიდან ამოიღეთ. ამავე ზეთში ნიორი და წითელი ხახვი შეწვით. დაამატეთ ბრინჯი და ბულიონი. კარგად მოურიეთ. მაოაყარეთ მარილი და პილპილი.

3 ბარძაყები ბრინჯის ზემოდან მოათავსეთ. დაახურეთ ტაფას თავსაფარი და 200 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში აცხვეთ. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.