ფრანგული ბრიოში – გამოაცხვეთ ჰაეროვანი და გემრიელი ფუნთუშები

6698
მომზადების დრო: 5 სთ
ცხობის დრო: 40 წთ
სირთულე: რთული

მიირთვით უგემრიელესი ფრანგული ბრიოში. გამოაცხვეთ და გაუმასპინძლდით სხვებს საოცრად გემრიელი და ჰაეროვანი ფუნთუშებით

ინგრედიენტები:

  • 2 cups half and half
  • 500 გ. ფქვილი.
  • 100 გ. შაქარი.
  • ½ ჩ.კ. მარილი.
  • 1 ჩ.კ. საფუარი.
  • 200 გ. კარაქი.
  • 6 ც. კვერცხი.
  • 100 მლ. რძე.
  • 1 ც. კვერცხის გული.

მომზადების წესი:

1საფუარი და შაქარი გახსენით თბილ რძეში. მარილი აურიეთ ფქვილში. შაქარი და საფუარი დაუმატეთ ოდნავ ათქვეფილ კვერცხს. გააგრძელეთ თქვეფვა და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. ზილეთ ცომი 5 წუთის განმავლობაში.

2 ამ ყველაფერს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად ამოურიეთ. გადააფარეთ ჯამს, სადაც ცომია მოთავსებული, პოლიეთილენის პარკი და 1 საათი გააჩერეთ. ამის შემდეგ ცომი ისევ მოზილეთ, ისევ გადააფარეთ პარკი და შედგით მაცივარში 4 საათით. უკეთესი იქნება თუ მთელი ღამით დატოვებთ

3როდესაც ცომს გამოიღებთ 30-40 წუთი აცადეთ რომ გათბეს. შემდეგ დაყავით ნაწილებად (ფუნთუშის ზომაზე) და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ათქვიფეთ კვერცხის გული წყალთან ერთად და გადაუსვით ფუნთუშებს. აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მანამ, სანამ ფუნთუშები არ გახდება ოქროსფერი.

გემრიელად მიირთვით!