ფრანგული მარწყვის ტორტი – მზადდება მარტივი ინგრედიენტებისგან

8643
მომზადების დრო:60-75 წთ.
სირთულე: საშუალო

ეს ფრანგული ტორტი თქვენს სიყვარულს ნამდვილად დაიმსახურებს. ეს არის მარწყვის ფენებზე გადასხმული უგემრიელესი კრემი, რაც საინტერესო ტექსტურასა და დაუვიწყარ გემოს იძლევა.

ინგრედიენტები:

  • 0.5 კგ. მარწყვი
  • 100 გრამი ფქვილი
  • 60 გრამი შაქარი
  • 10 გრამი მარილი
  • 200 მლ. რძე
  • 4 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

1საშუალო ზომის ჯამში ფქვილი, შაქარი და მარილი ერთმანეთში აურიეთ. ჩაასხით რძე. დაუმატეთ 4 ცალი კვერცხი და მიქსერის დახმარებით აურიეთ.

2კარაქი გაადნეთ და ჯამში ჩაამატეთ. მარწყვი კარგად გარეცხეთ და ყუნწები მოაშორეთ. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით და მასში მარწყვები ჩააწყვეთ.

3ფრთხილად ჩაასხით ცომი. აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე. შემდეგ კი ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ და კვლავ 30-40 წუთი ამზადეთ.