ფრიკასე ქათმის ხორცით – უგემრიელესი და მადისამღძვრელი ფრანგული კერძი

24324
მომზადების დრო: 50 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

ფრიკასე, ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთი უძველესი კერძია, რომელიც მზადდება როგორც კურდღლის და ქათმის, ისე საქონლისა და თევზის ხორცისგან. ამბობენ, რომ ნაპოლეონს განსაკუთრებით უყვარდა ეს გემრიელი კერძი. არ გეგონოთ, რომ ამ მადისამღძვრელი კერძს მომზადება რთულია. მიჰყევით ჩვენს რეცეპტს და გააოცეთ ყველა უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი კერძით.

ინგრედიენტები:

  • 300 გ. ქამა სოკო
  • 300 მლ. ნაღები
  • 2 კბილი ნიორი.
  • 3 ს.კ. მზესუმზირას ზეთი.
  • 1 ც. ბულგარულის წიწაკა.
  • 500 გ. ქათმის ფილე.
  • 4 ს.კ. არაჟანი.
  • 2 ჩ.კ. ფქვილი.
  • 1 კონა. ოხრახუში.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კარგად გარეცხეთ ქათმის ფილე და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით. დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გაჭყლიტეთ ნიორი და ზევიდან წაუსვით ფილეს. წვრილად დაჭერით ოხრახუში და ზევიდან მოაყარეთ ფილეს.

2ქათმის ხორცს დაუმატეთ არაჟანი და გააჩერეთ 1 საათი. გაასუფთავეთ სოკო, გაამშრალეთ და დაჭერით 4 ნაჭრად. თუ დიდი სოკოები შეგიძიათ 8 ნაჭრად დაჭრათ. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით ის კუბიკებად.

3ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ოდნავ მოთუშეთ ბულგარული. დაუმატეთ ქათმის ფილე და სოკო და 10 წუთი გააჩერეთ. ამ ყველაფერს დაუმატეთ ნაღები და ფქვილი, რომ სოუსი შესქელდეს. თუშეთ დაახლოებით 10 წუთი, სანამ სოუსი კარგად არ შესქელდება.

გემრიელად მიირთვით!