გამომცხვარი ყაბაყი ყველითა და იოგურტით! ეს დიეტურია!

1633
მომზადების დრო: 50 წთ.
სირთულე: საშუალო

ყაბაყი მარტივი და ჯანსაღი საკვებია, რომელიც ზაფხულთან ასოცირდება. მისი მომზადება ნებისმიერი სახით შეგიძლიათ. დღეს მისგან დამზადებულ გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს კი ყველი და იოგურტი აძლევს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ყაბაყი
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • 3 ს/კ კვერცხის
  • 1 შეკვრა მწვანილი
  • 100 გრამი ყველი
  • 3 ს/კ იოგურტი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ყაბაყი გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ. სხვა ჯამში კი კვერცხის გული და იოგურტი აურიეთ. მიღებულ მასას კი წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

2ყაბაყს მიღებული მასას მოასხით და გახეხილი ყველი მოაყარეთ. აცხვეთ 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.