გერმანული ხახვის ღვეზელის ფრანგული ვარიანტის რეცეპტი!

13872
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ხახვის ღვეზელი ტრადიციული გერმანული კერძია. დღეს ჩვენ მის ფრანგულ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ბევრი ინგრედიენტის გამოყენება არ მოგიწევთ.

ინგრედიენტები:

  • 700 გრამი ხახვი
  • 250 გრამი ფქვილი
  • 175 გრამი კარაქი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 500 მლ არაჟანი
  • პილპილი, მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ვამზადებთ ცომს: 125 გრამი კარაქი გაადნეთ და 3 კოვზ არაჟანთან შეურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მარილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში.

2შიგთავსისთვის ხახვი გაწმინდეთ და რგოლებად დაჭერით. მოშუშეთ კარაქში და დაუმატეთ დარჩენილი არაჟანი და უმი კარაქი. მოაყარეთ მუსკატის კაკალი, პილპილი მარილი.

3ცომი გამოიღეთ მაცივრიდან. საცხობ ფორმაზე გაშალეთ. დაადეთ შიგთავსი და 30-40 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე აცხვეთ.