ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი პორტუგალიურად

3701
მომზადების დრო: 60 წთ
სირთულე: საშუალო

კარტოფილი ყველა ჩვენგანის ოჯახში მოიპოვება. მისგან ნებისმიერი რამის დამზადებაა შესაძლებელი. მაგალითად, კარტოფილი პორტუგალიურად როზმარინითა და ზეითუნის ზეთით ერთ-ერთი დელიკატესია. მას მიირთმევენ თევზითა და ხორცით. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 8 ცალი კარტოფილი
  • 30 გრამი კარაქი
  • 4 კბილი ნიორი
  • 40 მლ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ/კ როზმარინი
  • ზღვის მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

18-ვე კარტოფილი კარგად გარეცხეთ. მოხარშეთ კანიანად, შემდეგ კი გაცივება დააცადეთ. კარტოფილის კოვზით ზემოდან დააწექით.

2აირჩიეთ ფორმა, რომელშიც კარტოფილი უნდა გამოაცხოთ. ჩაასხით ზეითუნის ზეთი. ნიორი დაჭერით და მთლიან ზედაპირზე განათავსეთ. კარტოფილი ჩააწყვეთ. მოაყარეთ როზმარინი და ზღვის მარილი.

3კარაქი კუბიკებად დაჭერით. 1-2 ცალი თითოეულ კარტოფილში ჩადეთ. შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთიც. აცხვეთ 180-200 გრადუსზე იქამდე, სანამ კარტოფილი არ შეოქროსფერდება.