გოზინაყი-ტკბილი და უგემრიელესი ნუგბარი საახალწლო სუფრისთვის!

10082
მომზადების დრო: 40 წთ
ცხობის დრო::00 წთ
სირთულე:: საშუალო

ალბათ, ყველასთვის წარმოუდგენელია ახალი წელი გოზინაყის გარეშე. მოამზადეთ და ისიამოვნეთ ტკბილი და უგემრიელესი ნუგბარით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც!

ინგრედიენტები:

  • 4 ჭ. თხლად დაჭრილი, საღი ნიგოზი
  • 1,5 ჭ. თაფლი (უმჯობესია თუ ნატურალურ, ნეიტრალური არომატის თაფლს აირჩევთ)./li>

მომზადების წესი:

1თაფლი დაასხით სქელძირიან ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ. როდესაც აქაფდება, ძალიან დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდით ცეცხლიდან და გააციეთ.

2ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. თაფლი უნდა გამუქდეს. მესამე გაცხელებისას ჩაყარეთ თაფლში ნიგოზი, ხის კოვზით ამოურიეთ და ცოტახნით გააჩერეთ. შემდეგ ცოტათი აუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ მორევა მანამ, სანამ ნიგოზი ოქროსფერი არ იქნება.

3დაისველეთ ხელები ცივი წყლით, ასევე დაასველეთ ხის დაფა, საბრტყელებელი, კოვზი. სწრაფად გადაანაწილეთ გოზინაყი დაფაზე და მოაბრტყელეთ. როდესაც გაცივდება დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!