იტალიური დესერტი: მარწყვის ტარტი!

23920
მომზადების დრო: 50 წთ
სირთულე:საშუალო

მარწყვის მოყვარულებს, ამ ტარტის რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. თავად ეს დესერტი იტალიური წარმოშობისაა.

ინგრედიენტები:

  • 240 გრამი ფქვილი
  • 140 გრამი ყავისფერი შაქარი
  • 90 გრამი კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს.კ რძე
  • 1.5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ დარიჩინი
  • 100 მლ ნაღები
  • 10 ცალი მარწყვი
  • 30 გრამი შაქრის პუდრა
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1შაქარს და გამდნარ კარაქს დაუმატეთ რძე და კვერცხი. ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.

2სხვა ჯამში კი ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული მასა კარაქისა და კვერცხის მასას დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ.

3 საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. ცომი მასზე მოათავსეთ და გააბრტყელეთ. მარწყვი შუაზე გაჭერით და ცომის ზემოდან დააწყვეთ.

4აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. სანამ ტარტი გამოცხვება მიქსერით ცივი ნაღები აურიეთ და მომზადებულ ნამცხვარს კრემის სახით მოასხით.