ჯანჯაფილით დამზადებული ეს მასა გაციებისგან დაგიცავთ

918
მომზადების დრო: 5 წთ
სირთულე: მარტივი

თაფლის, ლიმონისა და ჯანჯაფილისგან დამზადებული ეს მასა ორგანიზმს სწრაფად გამოკეთებაში ეხმარება. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, თქვენი იმუნიტეტი გაძლიერდება. ასევე გაიწმინდება ორგანიზმიც ქოლესტერინისა და ტოქსინებისგან. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი მასა დაძინებამდე. თუ ის ზედმეტად მწარე გეჩვენათ, ჩაიში ჩაამატეთ.

ინგრედიენტები:

  • 100-120 გრამი ჯანჯაფილის ფესვი
  • 200 გრამი თაფლი
  • 4 ცალი ლიმონი

მომზადების წესი:

1ჯანჯაფილი გაასუფთავეთ და საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ლიმონს თბილი წყალი დაასხით და ჯაგრისით გახეხეთ, შემდეგ კი ნაჭრებად დაჭერით. ლიმონი და ჯანჯაფილი ხორცსაკეპ მანქანაში გამოატარეთ.

2მიღებულ მასას თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, შემდეგ კი ქილებში გადაიტანეთ. კარგად დააფარეთ თავსახური და მაცივარში შეინახეთ.