კარტოფილის “ნამცხვრები” ფინურად-გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი!

21027

მომზადების დრო: 15 წთ.
ცხობის დრო:
სირთულე: მარტივი

კარტოფილის „ნამცხვრები” გემრიელიდა ადვილად მოსამზადებელი კერძია, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი ფქვილი
  • კარაქი
  • მარილი, წიწაკა
  • სეზამის თესლი (სურვილის მიხედვით)

მომზადდების წესი:

  1. გასუფთავებული კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ. სითხე გადაღვარეთ, კარტოფილისგან პიურე გააკეთეთ. დაუმატეთ კვერცხი, წიწაკა და თუ საჭიროა, მარილიც.
  2. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. გაყავით 6-7 ნაწილად. ბურთულებად დაამრგვალეთ და ფქვილში „ამოავლეთ“, შემდეგ კი ბრტყელი ფორმა მიეცით მისი სისქე 1,5 სმ. უნდა იყო.
  4. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და კარაქი გადაუსვით. „ლეპიოშკები“ მასზე დააწყვეთ. კარაქი გადაუსვით. შეგიძლია მოაყაროთ სეზამის მარცვლები. აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.

    გემრიელად მიირთვით!