ლავაში ქათმითა და ყველით – შაურმის არაჩვეულებრივი ალტერნატივა

8609
მომზადების დრო: 15 წთ.
სირთულე: საშუალო

გთავაზობთ შაურმის არაჩვეულებრივ ალტერნატივას, რომელიც მეტად მარტივად და სწრაფად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლავაში
  • 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე
  • 100 გრამი ყველი
  • 1 ცალი კვერცხი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1დაიწყეთ შიგთავსის მომზადება: გახეხეთ ყველი, ქათმის ფილე პატარა კუბიკებად, კამა კი წვრილად დაჭერით.ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ. ლავაში 3 მართკუთხედად გაყავით და მასში 2-3 სუფრის კოვზი შიგთავსი მოათავსეთ. მიეცით ლავაშს კონვერტის ფორმა. ჯამში კვერცხი ათქვიფეთ. კონვერტები მასში ამოავლეთ და ორივე მხრიდან გაოოქროსფერებამდე შეწვით.