ლავაშისგან დამზადებული ლობიანი უგემრიელესი გამოდის

6324
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

ლობიანი ქართული სამზარეულოს შედევრია. ლობიოს ფარშისგან დამზადებული საჭმელი სასარგებლოც კია. ლობიო ცილების საბადოა. ასევე მასში გვხვდება უამრავი სასარგებლო მაკრო თუ მიკროელემენტები. ეს დიეტური პროდუქტი ჩვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ის ამცირებს დიაბეტის, გულისა თუ ნერვული დაავადებების რისკს.

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლავაში
  • 150 გრამი ხახვი
  • 300 გრამი ლობიო
  • 70 მლ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 შეკვრა ქინძი
  • 3 ს/კ ნიგოზი
  • 0.5 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1მოხარშული და დაკონსერვებული ლობიო ნიგოზთან და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ. ხახვი თხელ ნახევარრგოლებად დაჭერით და ზეთში შეწვით. ლობიოსგან მიღებულ პიურეს დაუმატეთ შემწვარი ხახვი, დაჭრილი ქინძი და სანელებლები. კარგად აურიეთ.

2ლავაში 2 ნაწილად გაყავით. თითოეულ ნაჭერს მიღებული მასა გადაუსვით. მიეცით კონვერტის ფორმა და ტაფაში ორივე მხრიდან შეწვით.