მარტივად მოსამზადებელი ჯანსაღი სალათა ბროკოლით

9390
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: მარტივი

თუ გემრიელი და სასარგებლო სალათის მომზადება გინდათ, მასში ბროკოლი უნდა ჩაამატოთ. ეს უკანასკნელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტია, რადგან ის შეიცავს ვიტამინ C-სა და A-ს დიდი რაოდენობით. ასევე ამ ბოსტნეულს არანაირი უკურეაქცია არ აქვს.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ბროკოლი
  • 2 ცალი ვაშლი
  • 5 ს/კ ძმარი
  • 100 გრამი თეთრი ყურძენი
  • 1 ს/კ დიჟონური მდოგვი
  • 1 ჩ/კ კოჭა
  • 1 ცალი ხახვი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ბროკოლი გაყავით და 2 წუთით მდუღარე წყალში მოხარშეთ. შემდეგ კი გააცივეთ. ყურძენი ნახევარზე გაყავით, გაფცქვნილი ვაშლი ნაჭრებად დაჭერით, ხახვი კი – ნახევარრგოლებად

2ჯამში აურიეთ ზეითუნის ზეთი, მდოგვი, დაფქული კოჭას ფესვი, ვაშლის ძმარი და დაფქული წიწაკა. ზემოთ მომზადებული ინგრედიენტები ღრმა ჯამში გადაიტანეთ და მიღებული ზეთისა და ძმრის მასა მოასხით.