მარტივად მოსამზადებელი ქათმის ხორცისა და კარტოფილის ღვეზელი!

3504
მომზადების დრო: 30-40 წუთი
სირთულე: საშუალო

ეს ღვეზელი მათთვისაა, ვისაც საჭმელების მომზადება სწრაფად უყვარს.

ინგრედიენტები

    • 3 კვერცხი
    • 250 მლ არაჟანი (15 %-ის შემცველი ცხიმით)
    • 200 მლ კეფირი
    • 300 გრამი ფქვილი
    • 1ს/კ გამაფხვიერებელი
    • 200 გრამი კარტოფილი პიურე
    • 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
    • 3 მოხარშული კვერცხი
    • მარილი, წიწაკა

მომზადების წესი

1ჯამში უმი კვერცხი, არაჟანი, კეფირი და ცოტაოდენი მარილი აურიეთ. სხვა ჯამში კი – ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ერთმანეთს. ცომი ისეთი უნდა იყოს, როგორც სქელი არაჟანი.

2მოხარშული კვერცი და ქათმის ხორცი კუბიკებად დაჭერით, შეურიეთ კარტოფილის პიურეს. გემოვნების მიხედვით მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

3საცხობ ფორმაზე ფოლგა დააფარეთ და კარაქი გადაუსვით. ცომის ნახევარი მოათავსეთ, ხოლო ზემოდან შიგთავსი თანაბრად გადაუსვით. ცომის დარჩენილი ნაწილი კი შიგთავსს ზემოდან დაადეთ.

4
ღვეზელი 180 გრადუსზე აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.