მარტივი და იაფი ინგრედიენტებისგან დამზადებული მექსიკური სალათა

9266
მომზადების დრო: 50 წთ
სირთულე: მარტივი

მექსიკური სალათი ის კერძია, რომელიც წვნიანი და ნოყიერია. მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთი მათგანი ამოვარჩიეთ, რომელიც სხვა დანარჩენისგან მომზადების სიმარტივით გამოირჩევა. ინგრედიენტები სალათს მადისაღმძვრელს ხდის. რადგანაც მექსიკური სამზარეულოსთვის სიცხარე დამახასიათებელია, სალათას ახალი დაფქული პილპილი უნდა უქნათ.

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 200 გრამი ყველი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 250 გრამი დაკონსერვებული ლობიო
  • 350 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
  • 350 გრამი დაკონსერვებული ანანასი
  • 1 ცალი მწვანე ხახვი
  • 5 ს/კ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი წვრილად დაჭერით, დაასხით ადუღებული წყალი, 10-15 წამის შემდეგ ცივით შეცვალეთ და გადაწურეთ. სიმინდი და ლობიო ასევე ცივი წყლით გარეცხეთ. ბულგარული და ანანასი კუბიკებად დაჭერით, ყველი კი სქლად გახეხეთ.

2ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კვლავ კარგად აურიეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით, როცა გამოიღებთ, მწვანილი მოაყარეთ.