მარტივი ხრიკი, თუ როგორ შევინახოთ ახალი პომიდვრები ახალი წლისთვის

4504
მომზადების დრო: 10 წთ.
სირთულე: მარტივი

როგორ უნდა შევინახოთ პომიდვრები ზამთრისთვის? ამ რეცეპტის მიხედვით თქვენ არც მარილი და არც ძმარი არ დაგჭირდებათ. ის ეთერზეთები, რომელიც მდოგვში გვხდება, კლავს ბაქტერიებს და პომიდვრების გაფუჭებას ხელს უშლის.

ინგრედიენტები:

  • 5-6 ს/კ მდოგვის ფხვნილი
  • პომიდვრები

მომზადების წესი:

1ქილებს სტერილიზაცია ჩაუტარეთ და მათში პომიდვრები მოათავსეთ. ეცადეთ, ისინი ძალიან მჭიდროდ არ იყოს. მშრალი და სუფთა კოვზით მდოგვის ფხვნილი მოაყარეთ. კვლავ ერთი ფენა პომიდვრები ჩაყარეთ. კვლავ მდოგვი მოაყარეთ.

2ეს ფენები იქამდე გაიმეორეთ, სანამ ქილა არ აივსება. საბოლოოდ, კვლავ მდოგვი მოაყარეთ და დააფარეთ თავსახური. ქილა მოხუფეთ და მაგიდაზე ფრთხილად გააგორეთ. ეს იმისთვის, რომ მდოგვი თანაბრად განაწილდეს. შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილას.