მარწყვის ტორტი- გემრიელი და მარტივი დესერტი

3377
მომზადების დრო: 70 წთ
ცხობის დრო: 20 წთ
სირთულე: მარტივი

გთავაზობთ ძალიან გემიელი და მარტივად მოსამზადებელი ტორტის რეცეპტს. თუ თქვენ მარწყვის მოყვარული ხართ, დარწუნებული ვარ აუცილებლად ისიამოვნებთ ამ უგემრიელესი დეერტით.

ინგრედიენტები:

  • 1 ლ. ნაღები
  • 150 მლ. კონიაკი.
  • 1,5 კგ. მარწყვი.
  • 140 გ. კარაქი.
  • 5 ც. კვერცხის ცილა.
  • 375 გ. შაქრის ფხვნილი.
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 175 გ. ნუში.
  • 70 გ. ფქვილი.
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1ბლენდერში აურიეთ ნუში და ფქვილი. ცალკე გაადნეთ 125 გ. კარაქი. ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად, დაუმატეთ 125 გ. შაქრის ფხვნილი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ იქცევა სქელ ქაფად, შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი. მიღებულ მასას დაუმატეთ დამდნარი კარაქი. მოაყარეთ ფქვილი და კიდევ 100 გ. შაქრის ფხვნილი და კარგად ამოურიეთ.

2პერგამენტის ქაღალდი დაჭერით 30 სმ. დიამეტრის 3 წრედ. წაუსვით მათ დარჩენილი კარაქი და მოათავსეთ საცხობ ტაფაზე. ცომი ძალიან თხელ ფენად წაუსვით ქაღალდზე. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის მანძილზე. მზა ფენები მოაშორეთ ქაღალდს.

3ათქვიფეთ 100 გ. შაქრის პუდრი ნაღებთან (33%-იანი) ერთად. დაუმატეთ კონიაკი ან ვანილის ექსტრაქტი და კარგათ ამოურიეთ. მარწყვი დაჭერით 4 გრძელ ნაწილად. ააწყვეთ ტორტი: თითოეულ ფენას წაუსვით ათქვეფილი ნაღები და მოაწყვეთ დაჭრილი მარწყვი. ბოლო ფენაზე მარწყვები ვერტიკალურად განალაგეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით.