მელანზანა ალლა პარმიჯანა – უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძი

702
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 30 წთ
სირთულე: მარტივი

მიირთვით უგემრიელესი მელანზანა ალლა პარმიჯანა. ეს არის გემრიელი და ნოყიერი ვეგეტარიანული კერძი იტალიიდან.

ინგრედიენტები:

  • 3 ც. ბადრიჯანი.
  • 1 თავი ხახვი.
  • 1 კბილი ნიორი.
  • 1 ჩ.კ. გამომშრალი ორეგანო.
  • 1 კგ. პომიდორი.
  • 1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი.
  • 30 გ. ბაზილიკის ფოთლები.
  • 200 გ. ყველი პარმეზანი.
  • 5 ს.კ. პურის ნამცეცები.
  • 10 გ. ორეგანოს ფოთლები.
  • ზეითუნის ზეთი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1ბადრიჯანს მოაჭერით ბოლოები და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. კარგად გააცხელეთ ტაფა გრილზე შეწვით. ამავდროულად პომიდორი დასერეთ, მოათავსეთ მდუღარე წყალში 40 წამი, შემდეგ 30 წამი ცივ წყალში და გაფრცქვენით. გააცალეთ თესლი და პატარა კუბიკებად დაჭერით.

2ღრმა ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ, წვრილად დაწრილი ხახვი, ნიორი და გამომშრალი ორეგანო, 10 წუთის განმავლობაში. ამ ტაფაზე დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და დაბალ ცეცხლზე 15 წუთი გააჩერეთ.

3 სოუს მოაყარეთ პილპილი, დაუმატეთ ღვინის ძმარი და წვრილად დაჭრილი ბაზილიკი. (სოუსი შეგიძლიათ ბლენდერში ათქვიფოთ, თუმცა აუცილებელი არ არის). საცხობ ტაფას თხლად მოასხით სოუსი, მოაწყვეთ ბადრიჯანი და მოაყარეთ მოცარელა. ეს პროცესი მანამ გაიმეორეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი ტაფაზე არ აღმოჩდება

4როდესაც ბოლოჯერ დაამატებთ ყველს, მოაყარეთ ზევიდან პურის ნამცეცები, მოასხით ზეითუნის ზეთი და მორთეთ ორეგანოს ფოთლებით. აცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნაეხვარი საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!