მექსიკური ყავა მუსკატის კაკალთან ერთად!

6348
მომზადების დრო: 5 წთ.
სირთულე: მარტივი

მექსიკური კულტურა უძველესია, რომლის წარმოდგენა კაკაოს გარეშე შეუძლებელია. ამ უძველეს ინგრედიენტს ყავასაც კი უმატებენ. მექსიკური ყავის მოსამზადებლად, მისი ინგრედიენტები 14 დღით უნდა დატოვოთ, შემდეგ კი მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი დაფქული ყავა
  • ¼ ჩ/კ დაფქული მუსკატის კაკალი
  • 20 გრამი კაკაო
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი:

1
ყავა, კაკაო და დარიჩინი ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ. 2 კვირა გააჩერეთ.


2
ამ ნარევის 2 ჩაის კოვზს დაუმატეთ წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ.