მიირთვით მაკარონი პეტუჩინი, ნაღების სოუსითა და ბეკონით!

12067
მომზადების დრო: 30 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე:: მარტივი

მოამზადეთ უუგემრიელესი და ძალიან ნოყიერი სადილი. მისი მომზადება დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ!

ინგრედიენტები

  • 225 გრ. მაკარონი პეტუჩინი
  • 4 ც. დაჭრილი ბეკონი
  • 110 გრ. ნაღების ყველი
  • 1 ჭიქა გაყინული მუხუდო
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 1/3 ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი
  • ½ ჩ. კ ნივრის ფხვნილი (ან წვრილად დაჭრილი ნიორი)

მომზადების წესი:

1მოამზადეთ პასტა ისე, როგორც მის შეკვრაზეა მითითებული, დაუმატეთ მარილი. სანამ პასტა გამზადდება, დაბრაწეთ ბეკონი ფართე ტაფაში, მომზადებული ბეკონი გადმოიტანეთ ქაღალდზე რომ ცხიმისგან გათავისუფლდეს. დატოვეთ ბეკონის ცხიმი ტაფაზე.

2ბეკონის ცხიმში მოთუშეთ დარჩენილი ინგრედიენტები 3-5 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასაში ნაღები კარგად უნდა იყოს გამდნარი და უნდა იყოს ერთგვაროვანი.

3დაწურეთ პასტა, მოათავსეთ დიდ ჯამში, დაუმატეთ ბეკონი და ნაღების სოუსი, ფრთხილად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!