მიირთვით სპაგეტი ნიორითა და წიწაკით-გემრიელი იტალიური კერძი!

19775
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 2 სთ 30 წთ
მზადაა!: 2 სთ 50 წთ

ალბათ, რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იტალიური სამზარეულო არ უყვარს. პიკანტური, საოცრად გემრიელი და სახასიათო კერძების დაგემოვნებაა არასდროსაა მოსაწყენი. ამიტომ გთავაზობთ ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტს, რომლის მომზადებაც მარტივია!

ინგრედიენტები

  • 500 გ. სპაგეტი.
  • 5 კბილი ნიორი.
  • 2 ც. წიწაკა ჩილი.
  • 50 გ. ოხრახუში
  • ½ ც. ლიმონი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:

1დადგით სპაგეთი მოსახარშად. 5 წუთით ადრე სანამ ბოლომდე მოიხარშება, ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. ასევე დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი და მსხვილად დაჭრილი წიწაკა. როგორც კი ნიორი დარბილდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

2მას შემდეგ რაც სპაგეტი მოიხარშება, გადაწუერეთ და მოათავსეთ ტაფაზე. ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედარ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი.

გემრიელად მიირთვით!