მიირთვით უგემრიელესი იტალიური პიცა სალიამით!

7520
მომზადების დრო: 25 წთ
ცხობის დრო: 10 წთ
სირთულე:: მარტივი

პიცა, ყველაზე პოპულარული იტალიური კერძია, რომლის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს. პიცის მომზადებისას ყოველთვის შეგიძლიათ გადაუხვიოთ რეცეპტს და იმპროვიზაციას მიმართოთ. ახლა გთავაზობთ ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი პიცის რეცეპტს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც…

ინგრედიენტები:

  • 500 გ. პიცის ცომი.
  • 140 გ. ტომატის სოუსი
  • 200 გ. ყველი-მოცარელა.
  • 100 გ. ძეხვი-სალიამი, ცხარე
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

1საცხობ ტაფას წაუსვით ზეითუნის ზეთი და თანაბრდ გადაანაწილეთ მასზე ცომი. გააჩერეთ თბილ ადგილას 15-20 წუთი შემდეგ კი 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით 5 წუთი

2 ტომატის სოუსი: აიღეთ 1 კგ. პომიდორი და წვრიალდ დაჭერით. მოყარეთ ბაზილიკის ფოთლები. მოასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი. მარილი და პიპილი გემოვნებით და კარაგდ ამოურიეთ.

3 ტომატის სოუსი თანაბრად გადაანაწილეთ ცომზე, ზევიდან კი მოაწყვეთ პატარა კუბებად დაჭრილი მოცარელა. შეგდით ღუმელში 5 წუთით.

4ამავდროულად დაჭერით სალიამი თხელ ნაჭრებად. მოაწყვეთ პიცაზე. და სანამ ცხელია მიიტანეთ სუფრასთან.