მიირთვით უგემრიელესი ვინეგრეტის სალათა სოკოთი!

12591
მომზადების დრო: 40 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

ვინეგრეტის სალათა ყველასთვის ცნობილი კერძია და რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარულიც. თუმცა არასდროსაა გვიან, რაიმე სიახლე შევიტანოთ ამა თუ იმ კერძში და გამონაკლისს არც ეს, გემრიელი სალათა წარმოადგენს. გაახალისეთ ვინეგრეტის ტრადიციული რეცეპტი გემრიელი სოკოთი და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები:

  • 1 ც. ჭარხალი.
  • 2 ც. კარტოფილი.
  • 1ც. სტაფილო.
  • 200 გ. სოკოს მარინადი.
  • 1 ც. მჟავე კიტრი.
  • 1 ც. ხახვი.
  • 3 ს.კ. მცენაეული ზეთი.
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1 მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი. გააციეთ და დაჭერით კუბიკებად. ვრილად დაჭერით სოკო (დაჭრა არაა აუცილებელი), მჟავე კიტრი და ხახვი.

2აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერტმანეთში და მოასხით ზეთში არეული ლიმონის წვენი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!