მიირთვით ხაჭოს უგემრიელესი კვერები ქიშმიშით!

7241
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

ეს გემრიელი და ფაფუკი კვერები ფქვილის გარეშე, ძალიან მარტივად მზადდება. დაიწყეთ დილა გემრიელი საუზმით და აივსეთ ენერგიით.

ინგრედიენტები:

  • 240 გ. ხაჭო 9%-იანი.
  • 1 ს.კ. შაქარი.
  • 2 ც. კვერცხი.
  • 2 ს.კ. მანის ბურღული.
  • 0,2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
  • 4 ს.კ. შვრიის ფანტელი.
  • ½ ჭ. ქიშმიში.

მომზადების წესი:

1აურიეთ ხაჭო და კვერცხი ერთმანეთში და დაუმატეთ შაქარი. მოაყარეთშვრიის ფანტელი და მანის ბურღული, კარგად ამოურიეთ.

2ამ ყველაფერს დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი. ქიშმიში კარგად გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი და შეურიეთ ცომს.


3გააცხელეთ ზეთი ტაფაზე. სადილის კოვზით ამოიღეთ ცომი და მოათავსეთ ტაფაზე. დახურეთ თავზე, ცეცხლს დაუწიეთ და 5-7 წუთ გააჩერეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ. ბოლოს გამორთეთ ცეცხლი და ხაჭოს კვერები ტაფაზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

გემრიელად მიირთვით!