მოამზადეთ აჭარული ჩირბული ჩვენი რეცეპტის დახმარებით

2803
მომზადების დრო: 20 წთ
სირთულე: მარტივი

საუზმის სამი ვარიანტი არსებობს: ფაფები, ბუტერბროდი და ჩაი, ტაფამწვარი. ფაფები ყველას არ უყვარს, ბუტერბროდი ზედმეტად ნოყიერია, ტაფამწვარი კი – ბანალური. დღეს შემოგთავაზებთ ორიგინალური ტაფამწვარის ვარიანტს. ეს ქართული, კერძოდ, აჭარული კერძია. ჩირბული ნიგვზით, კვერცხითა და ტომატის სოუსით მზადდება. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 3 ცალი პომიდორი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ცალი ხახვი
  • 50 გრამი ნიგოზი
  • 100 მლ. წყალი
  • 1 შეკვრა მწვანილი
  • 1 ცალი წითელი წიწაკა
  • 1 ს/კ ტომატის პასტა
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 1 ს/კ კარაქი

მომზადების წესი:

1ტაფა მაღალ ცეცხლზე შემოდგით, ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ კარაქი. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, როგორც კი შეოქროსფერდება, დაუმატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ნიორი, ნიგოზი და ტომატის პასტა. ამზადეთ 2-3 წუთის განმავლობაში.

2პომიდვრები და წითელი წიწაკა კუბიკებად დაჭერით. ტაფაში დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. მოაყარეთ სანელებლები და დაასხით ცოტაოდენი წყალი. თუშეთ 5 წუთის განმავლობაში. მასამ სქელი სოუსის კონსისტენცია უნდა მიიღოს.

3ცეცხლს აუწიეთ და სოუსის ცენტრში ჩაღრმავება კოვზით გააკეთეთ. მასში კვერცხები ჩატეხეთ. ტაფას თავსახური დააფარეთ. ცეცხლი შეამცირეთ. 2 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან და გემრიელეად მიირთვით.