მოამზადეთ აჯიკა სახლის პირობებში!

1082
მომზადების დრო: 3 საათი.
სირთულე: საშუალო

ზამთარში აჯიკა ვაშლთან ერთად შეუცვლელი კერძია. აჯიკის ყიდვა აღარ მოგიწევთ, თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეცეპტს გაითვალისწინებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 კგ პომიდორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1 კგ ვაშლი
  • 1 კგ სტაფილო
  • 100 გრამი წითელი მწარე წიწაკა
  • 1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 200 გრამი ნიორი
  • 1 ჭიქა 9%-იანი ძმარი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • ½ ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

1ტკბილი წიწაკა გაწმინდეთ. სტაფილოსა და ვაშლს კანი გადააცალეთ. ხორცსაკეპ მანქანაში პომიდვრები, ტკბილი და მწარე წიწაკა, სტაფილო გამოატარეთ. მიღებულ მასას ზეთი აუცილებლად დაუმატეთ. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და დაახლოებით 2-2.5 საათი ადუღეთ.

2შემდეგ კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, ძმარი და მარილი. კვლავ 30 წუთი ადუღეთ.

3მიღებული აჯიკა სტერილიზებულ ქილებში ჩაასხით. არ დაგავიწყდეთ მათი მოხუფვა.