მოამზადეთ ამერიკული სალათა, რომლის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ

4031
მომზადების დრო: 15 წთ
სირთულე: მარტივი

ეს სალათა ამერიკულია. მისი უპირატესობა ისაა, რომ ის დიდი ხნით ძლებს მაცივარში. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები:

  • 6 ცალი კარტოფილი
  • 6 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 შეკვრა მწვანე ხახვი
  • 3 ცალი დაკონსერვებული კიტრი
  • 150 გრამი მაიონეზი
  • მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, შემდეგ კი გააცივეთ. მოხარშეთ კვერცხიც. ორივე მათგანი წვრილ კუბიკებად დაჭერით. ჩაყარეთ ღრმა ჯამში. კიტრი წვრილად დაჭერით, ხახვი კი – საშალო ზომის ნაჭრებადდა სალათას დაუმატეთ. მწვანე ხახვი და მწვანილი ძალიან წვრილად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით მაიონეზი.