მოამზადეთ ბადრიჯნის უგემრიელესი სალათი მარტივად!

71149
მომზადების დრო: 40 წთ
ცხობის დრო: 00 წთ
სირთულე: მარტივი

გთავაზობთ ძალიან გემრიელი და პიკანტური სალათის რეცეპტს, რომლის მომზადებაც მარტივია. დამერწმუნებთ, როდესაც ამ სალათს დააგემოვნებთ ნამდვილად არ ინანებთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გ. კრეკერი.
  • 3 ც. პომიდორი.
  • 3 კბილი ნიორი.
  • 1 ც. ბადრიჯანი.
  • 200 გ. მაგარი ყველი.
  • მწვანილი და მაიონეზი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1ბადრიჯანი დაჭერით მრგვალ, 0,5 სმ. სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ შეწვით ის მზესუმზირას ზეთში, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. გახეხეთ ყველი, დაუმატეთ მაიონეზი, დაჭრილი მწვანილი, და გაჭყლეტილი ნიორი.

2თეფშზე მოაწყვეთ კრეკერები, შემდეგ კი შემწვარი ბადრიჯანი. წაუსვით ზევიდან მაიონეზის მასის ნახევარი. ზევიდან მოაწყვეთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილ პომიდორი და წაუსვით დარჩენილი მაიონეზი. შედგით სალათი მაცივარში 15-20 წუთი და შემდეგ გემრიელად მიირთვით.