მოამზადეთ ბელორუსული დრანიკები – იგივე კარტოფილის ოლადები!

2736
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: საშუალო

დრანიკები იგივე კარტოფილის ოლადები ბელორუსულ კერძად ითვლება. მსოფლიოს კულინარიაში მას სხვადახვა სახელით იცნობენ. თუმცა ამ უკანასკნელზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ეს უგემრიელესი საუზმეა, რომლის მომზადება მარტივად შეგიძლიათ.

ინგრედიენტები:

  • 12 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი ხახვი
  • 30 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 3-4 ცალი ნიორი
  • არაჟანი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1დრანიკები ტაფაზე რომ არ მიიწვას, ძველი კარტოფილი გამოიყენეთ. ეს უკანასკნელი გახეხეთ. ასევე გახეხეთ გასუფთავებული ხახვი და კარტოფილს იმწამსვე შეურიეთ. თუ მიღებული მასა წვნიანი გამოვიდა, ზედმეტი წვენი გადაწურეთ.

2მოაყარეთ მარილი, მიეცით ოლადების ფორმა და ზეთში შეწვით. გამზადებული დრანიკები ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. ნიორი გამოატარეთ და დრანიკებს მოაყარეთ. მიირთვით არაჟანთან ერთად.