მოამზადეთ ბერძნული ღვეზელი ფარშითა და ყველით

5953
მომზადების დრო: 40 წთ.
სირთულე: საშუალო

თუ ფიქრობთ, რომ ღვეზელი მაინცდამაინც ტკბილი უნდა იყოს, ეს ბერძნული დესერტი არ გაგისინჯავთ. ეს არის ფარშისა და ყველი ღვეზელი, რომელიც საკმაოდ მსუყეა და მთელ ოჯახს დაგანაყრებთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ფენოვანი ცომი
  • 500 გრამი კარტოფილი
  • 1 ცალი ხახვი
  • 100 მლ. ტომატის სოუსი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 250 გრამი პომიდორი ჩერი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 500 გრამი საქონლის ფარში
  • 2 კბილი ნიორი
  • 125 გრამი არაჟანი
  • 250 გრამი ყველი ფეტა
  • წითელი დაფქული წიწაკა, ნიგოზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კარტოფილი გარეცხეთ და გაწმინდეთ. დაჭერით წვრილ კუბიკებად და მცენარეულ ზეთში შეწვით. ცალკე ტაფაში კი საქონლის ფარში შეწვით ხახვითა და ნივრით. ჩაამატეთ ტომატის სოუსი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.

2ღრმა ჯამში შემდეგი ინგრედიენტები აურიეთ: არაჟანი, კვერცხი, 200 გრამი ყველი ფეტა, პილპილი. მიქსერის დახმარებით, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. საცხობი, მრგვალი ფორმა გაბრტყელებული ფენოვანი ცომით ამოავსეთ.

3ფარში თანაბრად გაანაწილეთ, ასევე თანაბრად დააწყვეთ კარტოფილი და კვერცხის, არაჟნისა და ყველის მასა დაასხით. დააწყვეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ყველი ფეტა და შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი. მოაყარეთ ნიგოზი. ღვეზელი 40 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე აცხვეთ.