მოამზადეთ ბრაზილიური კერძი, რომელიც მთელი დღე ენერგიით აგავსებთ!

3681
მომზადების დრო: 30 წთ
სირთულე: საშუალო

ყველიანი პური – ეს ბრაზილიური კერძია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.

ინგრედიენტები:

  • 0.75 ჭიქა რძე
  • 0.25 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 100 გრამი მოცარელა
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1რძე, ფქვილი, ზეითუნის ზეთი, კვერცხი და მარილი ბლენდერში აურიეთ. ყველი წვრილად გახეხეთ და მიღებულ მასას დაუმატეთ. კვლავ აურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2

კექსის ფორმა აიღეთ და ზეითუნის ზეთი გადაუსვით. ცომით მისი ¾ ნაწილი ამოავსეთ. შედგით ღუმელში. აცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთით.